„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატასტროფაა, როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის, ასევე ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები და აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს „რუსული კანონი“. ეს არის FARA-ს კანონი და მადლობა ამ კანონს, რათა „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა. ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ წყალობით გახდა ცნობილი, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდიდა ქვეყნის გაშავებაში. ეს წარმოუდგენელი მოვლენაა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელებს „რუსული კანონისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.  

მეტი...

„არსებობს გეგმები, მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეობისთვის ემზადება. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, FARA-მ და ამერიკაში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“ კიდევ ერთ საკითხს შეუწყო ხელი, რომ ინფორმაციის გასაჯაროებით, როგორც ჩანს, კიდევ მეორე სკანდალი გამჟღავნდა. „არის არა მხოლოდ კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ  არსებობს გეგმები, მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე.  რატომ არის ეს პეტიცია მძიმე, წაიკითხეთ, რა წერია ტექსტში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას, პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, აბრალებს, თითქოს მის მიმართ ხდება ცუდი მოპყრობა. ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი და ეს არის სამწუხარო, როდესაც ასეთი დამოკიდებულებები…

მეტი...

„გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ყალბი დეზინფორმაციის კამპანია“ – პარლამენტის თავმჯდომარე

„ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მარგველაშვილს ამხელს. მისი თქმით, პეტიციის ტექსტი დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, მარგველაშვილი გამოიყენეს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს,  მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია. „რუსულმა კანონმა“ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა „რუსული კანონი“, რომელიც აშშ-ში მოქმედებს,…

მეტი...

გაეროს სასურსათო სამიტის ფარგლებში ოთარ შამუგია რომში იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.რომში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს,  ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა. რომში გამართული გაეროს სასურსათო სისტემების 2023 წლის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მდგრადი სასურსათო სისტემების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება საქართველოს  ევროინტეგრაციის გზაზე იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და, ასევე,  აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო…

მეტი...

ფიზიკური ანგარიშწორებისთვისა და ოჯახური ძალადობისთვის 4 სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში, თბილისში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს. კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება. დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა…

მეტი...

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დანაღმული აღმოჩნდა

ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო დანაღმვის შესახებ დადასტურდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. ატომურ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ექსპერტებმა რამდენიმე ნაღმი  სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში აღმოაჩინეს, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ.  

მეტი...

„უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებულ ყირიმზე დარტყმებს“ – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმისთვის ბრძოლა გაგრძელდება. როგორც ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, უკრაინა გააგრძელებს სამიზნეებზე დარტყმებს და მათ შორის, ყირიმის ხიდზე. როგორც მინისტრი განმარტავს, საუბარია ისეთ „სამიზნეებზე“ რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის წინააღმდეგობას შეამცირებს. ეს კი, მისივე განმარტებით, უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, მტრის ლოგისტიკის ხაზების განადგურება მიღებული ტაქტიკაა, რომ მას არ ჰქონდეს მეტი საბრძოლო მასალის, საწვავის და სურსათის მიღების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ხიდზე 17 ივლისს შეტევა განხორციელდა, რომელმაც ხიდის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა.  

მეტი...

გაერო რუსეთს მოუწოდებს, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს

უკრაინიდან მარცვლეულის დერეფნის ჩაკეტვაზე განცხადებას გაერო-ს გენერალური მდივანი აკეთებს და რუსეთს მოუწოდებს „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდეს. საუბარია შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის გავლით  უკრაინიდან მარცვლეული გამოდიოდა, თუმცა, რუსეთმა აღნიშნული დერეფანი ჩაკეტა. ანტონიო გუტერეშის შეფასებით, აღნიშნული დერეფნის ჩაკეტვა მარცვლეულზე ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც რაც ყველაზე მეტად მოსახლეობის მოწყვლად ფენებს დააზარალებს.

მეტი...

ესპანეთმა უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავნა

ომში მყოფმა უკრაინამ ესპანეთისგან მორიგი დახმარება მიიღო. როგორც ესპანური მხარე აცხადებს, უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ და სამხედრო ნაწილს, ასევე, „Leopard 2A4“ ტანკებს, რომელსაც უკრაინა ითხოვდა. ესპანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტვირთი გემით გაიგზავნა და ის უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში ჩავა. ესპანეთმა უკრაინაში TOA M-113 ტიპის 10 ჯავშანტექნიკა, 10 სატვირთო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც გაგზავნა.  

მეტი...

„ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო“- თეთრი სახლი მოსკოვზე განხორციელებულ თავდასხმაზე

გუშინ, მოსკოვზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით თეთრი სახლი პირველ შეფასებას აკეთებს. როგორც შტატებში აცხადებენ, ეს არის სწორედ იმ ომის შედეგი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. „ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად“, – აცხადებს  თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი. მან რუსული თავდასხმებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. „რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპა და დაშავდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურა იუნესკო-ს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული,…

მეტი...