გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე შეტევა 10-მდე “შაჰიდის” ტიპის დრონით სცადეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე შეტევა 10-მდე “შაჰიდის” ტიპის დრონით სცადეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ მათგან ნახევარი სხვადასხვა საშუალებებით განადგურდა.

“ამ ღამეს [რუსი დამპყრობლები] თავს დაგვესხნენ ირანული წარმოშობის “შაჰიდის” დრონებით. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამ რეგიონში. დაფიქსირდა დაახლოებით 10 დრონი”, – თქვა იგნატმა.

მისივე თქმით, რუსეთის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები სეშჩას აეროდრომიდან, კურსკის ოლქიდან, ჩაუდას პოლიგონიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

მსგავსი თემები