რუსი სამხედროები პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებენ

„რუსეთის ჯარებმა და შეიარაღებულმა პირებმა, გარკვეული პერიოდის უკან,  პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ნათქვამია, რომ მელიტოპოლი აღარ არის უკრაინის ნაწილი. ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ ტელეგრამში “ახალი ამბების” არხზე”.- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ შეიარაღებული პირები და რუსული ჯარები მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშაზე წერენ.

„დროშაზე ასევე აწერია “Z” და “V”, რომლებიც შემოსევაში მონაწილე რუსულ სამხედრო მანქანებზე ჩანს” – ნათქვამია “სიენენზე” განთავსებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მელიტპოლი სამხრეთ უნრაინის ნაწილში მდებარეობს და რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან ოკუპირებულია.

მსგავსი თემები