ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში – დაშავებულია 6 ადამიანი

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები