უკრაინელი დეპუტატი, რომელიც მალდავის კუნძულებზე დააფიქსირეს, მანდატს ტოვებს

უკრაინის მმართველი გუნდის – ხალხის მსახურის“ წევრი იური არისტოვი რადას მანდატს ემშვიდობება. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ არესტოვი  მალდივის კუნძულებზე დააფიქსირეს. მან განცხადება, რადას დატოვების შესახებ თავად დაწერა.

რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით,  დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის შესახებ განაცხადის განხილვა  უახლოეს სესიაზე მოხდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 48 წლის იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შენიშნეს.

მსგავსი თემები