მზიურის პარკთან დაჭრილი ბიზნესმენი 38 წლის ტატო გურგენიძეა

თბილისში 38 წლის ბიზნესმენი ჩაცხრილეს. დაჭრილი “ტაგი გრუპის” მეწილე და დირექტორი ტატო გურგენიძეა. მას ხუთი ტყვია ესროლეს. ბიზესმენი გადარჩა, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სამშენებლო კომპანიის ოფისი ახლა პოლიციის ალყაშია მოქცეული. ერთ-ერთი ვერსიით სროლა ოფისში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კრიმინალისტებს რედკოს საცხოვრებელი კორპუსის ეზო გადაკეტილი აქვთ, მასრებს იქ ეძებენ. პოლიცია არ ამბობს თავდამსხმელი გაიქცა თუ დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები