თვითმფრინავი, რომელიც სოჭი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, გაუმართაობის გამო ავარიულად დაეშვა

“აეროფლოტის” თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც სოჭი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებული არავინაა.

შეგახსენებთ, რომ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთში თვითმფრინავების უმეტესობა ნაწილების შეცვლას ვერ ახერხებს, რის გამოც სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიებით ფრენა საფრთხისშემცველია.

მსგავსი თემები