მკვლელობა ხონში

მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ხონში, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია შუახნის კაცი, ბრალდებული კი მისივე მეზობელია.

დაკავებულის დედის ცნობით, მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა. მისმა შვილმა კი თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და კაცს გულ -მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.

მსგავსი თემები