,,პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია” – ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.

,,ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, რომ იბრძოლებს პუტინის კარის, ოლიგარქის და „რუსული პარტიის” წინააღმდეგ.

კომუნიკაცია არსებობს თუმცა, კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონია თქო მოგატყუებთ. აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ვიხილოთ.

მარგველაშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას სისტემის დასამარცხებლად არ გამორიცხავს.

მსგავსი თემები