,,აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს” – თეთრი სახლი

,,აშშ მხარს არ უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს”. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს“, – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მას შეუძლია ნებისმიერ დროს დაასრულოს ის უკრაინიდან საკუთარი ძალების გაყვანით.

მსგავსი თემები