ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

,,კონტრაქტები იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ, უკვე ხელმოწერილია”. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს, შერჩეულ კლინიკებთან ხელი უკვე მოეწერა. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდი განიხილავს, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაიგზავნება. გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები