რუსეთში იგორ სტრელკოვი დააკავეს

რუსეთში, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ სტრელკოვი დააკავეს.

რუსული მედიის ცნობით, გამოძიება მას ინტერნეტში ექსტრემიზმის შემცველი მოწოდებების გავრცელებაში სდებს ბრალს. მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, იგი პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან ომის უკეთესად წარმოებას ითხოვდა.

სტრელკოვი ასევე აკრიტიკებდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს და ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები