„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს” – პაველ კირილენკო

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს.

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს, ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.

შუადღის დაახლოებით სამ საათზე “რაშისტებმა” სოფელი არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.

გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს კირილენკო ,,ტელეგრამის“ პირად არხზე.

მსგავსი თემები