მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას გაერო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილავს

მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლასთან დაკავშირებით გაერო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებს.

გამოცემა Sky News-ის ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, სადაც რუსეთის მიერ შეთანხმების შეწყვეტის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ შედეგებს განიხილავენ.

გამოცემა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებასაც იხსენებს და წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და შეთანხმების გაგრძელების განხილვას გეგმავს.

თუმცა, თურქეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ არის და იგი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება. სხდომას დაესწრება რუსეთი.

მსგავსი თემები