კანადაში ტყის ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა

კანადაში ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა. 41 წლის პილოტი ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა კანადის პროვინცია ალბერტას ჩრდილოეთით სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობას წყლით ცდილობდა.

უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა კანადაში ტყის ძლიერი ხანძრებია. როგორც წესი, ხანძრების სეზონი პიკს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში აღწევს.

მსგავსი თემები