კვირის დასაწყისიდან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 70-მდე რაკეტა გამოიყენეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირის დასაწყისიდან რუსებმა  სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა გამოიყენეს, უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, უკრაინის მეომრებმა შეძლეს მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის ჩამოგდება.

,,კვირის დასაწყისიდან რუსმა ტერორისტებმა უკვე გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და თითქმის 90 შაჰედი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დიდწილად ოდესისა და ოდესის რეგიონის, მიკოლაივის და სხვა სამხრეთის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ. ჩვენმა მეომრებმა შეძლეს მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის ჩამოგდება. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სიმძლავრე ჯერ არ არის საკმარისი მთელი უკრაინის ცის დასაცავად. ჩვენ მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ მივიღოთ საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს ოდესასა და ქვეყნის ყველა სხვა ქალაქსა თუ სოფელში,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები