აზერბაიჯანის მოქალაქემ საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანა – დაკავებულია 4 პირი

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის ორი ან მეტი პირის გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1993 წელს დაბადებული ა.უ, 1998 წელს დაბადებული ტ.ო. და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული ტ.დ.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები