მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული მღვდელი 15 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული მღვდელი სასამართლო დაბრაზიდან 15 ათას ლარიანი გაირაოთი გაათავისუფლეს.

ქობულეთში ახალგაზრდა კაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და შემდეგ გვამის ტყეში დამარხვაში სასულიერი პირის ოჯახის წევრია ბრალდებული. დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები ყველა ციხეში გაუშვეს, გამონაკელისი მხოლოდ მღვდელია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ლონდონში დააკავეს. ახლა პროკურატურა მის საქართველოში ექსტრადაციას ელოდება. უმძიმეს დანაშაულში პასუხგაუცემელ კითხვებს ნათელი სწორედ მან უნდა მოჰფინოს.

მოკლულის დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობა ერთ კაცს არ ჩაუდენია და მას ჰყავდა სხვა თანამზრახველებიც, რომელთა შორის ერთი ქალია. დედა, რომელსაც შვილის ცხედარსაც კი უმალავდნენ, მკვლეობის საქმის ყველა თანამონაწილის დასჯას ითხოვს.

მსგავსი თემები