,,ცოტა დაბალი დონის შეფასებაა…ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“ – თემურ ჭყონია

„ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ  განაცხადა.

ჭყონია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,  ალუდა ღუდუშაურის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა წინანდალში ”ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა”.

„McDonalds Georgia-ს და Coca-cola Bottlers Georgia-ს კომპანიების განვითარების პოტენციალი განუსაზღვრელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იძახის, რომ მე ცივი კოკა-კოლა უნდა ჩავიტანო სადღაც… ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ცოტა დაბალი დონის შეფასებაა, მაგრამ რეალობა სხვაა… ხალხს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მე რა ვიშოვე, არამედ ის – რა შევიტანე ბიუჯეტში. ორივე კომპანიას შენატანი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მინიმუმ 130 მლნ ლარი იქნება. ეს საუკეთესო პასუხია იმაზე, რომ ჩვენ ცივ კოკა-კოლას არ ვატარებთ, ჩვენ საქართველოს ეკონომიკას ვქმნით თავისი ახალგაზრდების დასაქმებით, პოტენციალის ამაღლებით, დამაგრებით, განვითარებით და ა.შ.“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში.

ჭყონიამ წინანდალში ალბათ ცივი „კოკა-კოლა“ ჩაიტანა და გააგრილა – ალუდა ღუდუშაური

მსგავსი თემები