ლომი, რომელსაც ბერლინის ქუჩებში მეორე დღეა ეძებენ, შესაძლოა ტახი აღმოჩნდეს

პოლიციის განცხადებით,  ბერლინში დაკარგული გარეული ცხოველი, რომელიც ძუ ლომი ეგონათ, შესაძლოა გარეული ტახი იყოს.

ორმა ექსპერტმა, რომლებმაც გამოიკვლიეს ვიდეო კადრები, პოლიციას განუცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ვიდეოში ნაჩვენებიცხოველი გარეული ღორი იყო.

,,ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ის ლომი არ არის”, – განაცხადა  ქალაქ კლეინმახნოვის მერმა,მაიკლ გრუბერტმა.

კლაინმანხნოვის და ბრანდერბურგის პოლიციამ გარეულ ცხოველზე ძებნა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ტერიტორიაზე ლომი არ გადაადგილდებოდა.

მსგავსი თემები