,,პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს.

”შავი ზღვის ”მარცვლეულის შეთანხმების” შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება: საკვებზე გლობალური ფასების მატება, გარკვეულ რეგიონებში დეფიციტი და მიგრაციის ახალი ტალღა. მჯერა, პრეზიდენტ პუტინთან, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელდება”, – აცხადებს ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის ”მარცვლეულის შეთანხმება” შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.

მსგავსი თემები