ლუკაშენკო 23 ივლისს  ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ბელარუსის  პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 23 ივლისს რუსეთში  ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის „უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო დღის წესრიგი, ეკონომიკური ურთიერთქმედება, ალიანსის პროგრამების განხორციელება, სანქციების ზეწოლისადმი ერთობლივი წინააღმდეგობა და სხვა“.

შეხვედრა კრემლში გაიმართება.

მსგავსი თემები