ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი მისი კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ  ზელენსკიმ დიდ  ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო მისი კრიტიკის გამო,თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„გაათავისუფლეთ პრისტაიკო ვადიმ ვლადიმროვიჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.

პრისტაიკო ასევე მოხსნეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან.

პრისტაიკომ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს “არაჯანსაღი სარკაზმი” უწოდა, რომ მას შეუძლია ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს სამხედრო დახმარებისთვის.

 

მსგავსი თემები