პუტინმა პოლონეთის დასავლეთ მიწებს “სტალინის საჩუქარი” უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთის დასავლეთი მიწები “სტალინის საჩუქარია” და პოლონეთი მადლიერი უნდა იყოს სსრკ-ს “დამოუკიდებლობის აღდგენისთვის”.

„მინდა შეგახსენოთ, როგორ დასრულდა ასეთი აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის. დასრულდა 1939 წლის ტრაგედიით, როდესაც დასავლელმა მოკავშირეებმა პოლონეთი გერმანიის სამხედრო მანქანის წყალობაზე გადააგდეს და მან ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც დიდწილად აღადგინა სსრკ-ს წყალობით. მართალია, თანამედროვე პოლონეთის დასავლეთი ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონელებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთი უნდა დაისაჯოს „ისტორიული მეხსიერების ღალატისთვის“ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ განთავისუფლების გამო.

მსგავსი თემები