კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკულ და რუსულ კანონს შორის, რომელიც საქართველოში ჩააგდეს, რადიკალური სხვაობაა

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული ე.წ. რუსული კანონი ამერიკულთან ახლოსაც არ დგას და მათ შორის რადიკალური სხვაობაა. საუბარია მარტში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ ჩაგდებულ კანონპროექტზე, რომელსაც დიდი ხმაური მოყვა.

„ეს დოკუმენტები არ მინახავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რომ ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა“ – აღნიშნა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები