დაშავდა ასზე მეტი ადამიანი – ძლიერი სეტყვა იტალიაში

ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი სეტყვის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ხეების მოწყვეტის შედეგად დაზიანდა სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.

რეგიონის პრეზიდენტის ლუკა ზაიას თქმით, მოულოდნელი ქარიშხლის დროს ვენეტოს ქუჩებში 10 სმ დიამეტრის სეტყვა ცვიოდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურებმა უპასუხეს დახმარების 500-ზე მეტ გამოძახებას ქონების დაზიანებისა და პირადი დაზიანებების გამო.

ძლიერი სეტყვა იყო იტალიის ქალაქ მანტუაშიც. სტიქიამ დააზიანა მზის პანელები და ბაღები.

მსგავსი თემები