,,კიევის „რეჟიმი“ არაპროგნოზირებადია, ის არაფერს ერიდება” – პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებულ საკითხებსა და საზღვაო გადაზიდვების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „კიევის რეჟიმი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია“.

„კიევის არაპროგნოზირებადი ქმედებები და უფრო მეტიც, კიევის „რეჟიმის“ ჩართვა „ტერორისტულ“ აქტებში, რა თქმა უნდა, პოტენციურად ქმნის საფრთხეს ამ სფეროში. კიევის რეჟიმი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, ის არაფერს ერიდება. ამიტომ, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები საფრთხის შემცველია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, რეგიონში საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული მდგომარეობა სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.

ცნობისთვის, 17 ივლისს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გადის, რადგან რუსეთის მოთხოვნები არ სრულდება.

კრემლში აცხადებენ, რომ როგორც კი შესრულდება მათი მოთხოვნები, რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას დაუბრუნდება.

მსგავსი თემები