“აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება” – ილჰამ ალიევი

“აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ. შესწავლითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები