რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორ ბრალდებულს 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ერთი კი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების შეგნებული გაყალბება და მათ ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოების მოცულობები.

,,ბრალდებულებმა გააყალბეს დოკუმენტები, კერძოდ მიღება ჩაბარების აქტები, შესრულებული საქმეების აქტები ე.წ. ფორმა ორები, ასევე ინფექტირების დასკვნები, რის საფუძველზეც მიუთითეს, რომ ოთხი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ხელშეკრულებებიდან 750 ათასი ლარით მეტი შეასრულეს. გაზარდეს შესრულებული სამუშაოს მოცულობები 750 ათასი ლარით”, – აცხადებს პროკურორი.

ბრალდებულების განცხადებით,  დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს.

პროკურატურამ რესპუბლიკურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

მსგავსი თემები