პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან “მტკვარი ჰესთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან “მტკვარი ჰესის” პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანია ხელი შეუწყონ ობიექტურ გამოძიებას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს „მტკვარი ჰესიდან“ პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია, ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, – ნათქვამია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

,,ლოგიკურია ვარაუდი, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მოიპოვა მითვისებული ბიტკოინების რეალიზაციით”- ივანიშვილის ადვოკატი

 

მსგავსი თემები