,,პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს”- ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ავირჩიეთ და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, – ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც კენჭისყრასთან დაკავშირებით პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ.

„პრობლემა არაა, მოგვმართავს და მიიღებს პასუხს. იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ამისგან რაღაც სკანდალი გამოაცხოს, არ გამოვა და სხვა რამე ეძებოს. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს და იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ და ვთქვით, რომ უნდა იყოს აპოლიტიკური, არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამისთვის ავირჩიეთ ქალბატონი სალომე, დავსვათ კითხვა, რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები