„საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – ბერბელ ბასი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა საქართველოზე უკრაინის ომის გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს მხარდამჭერია.

„ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან“, – განაცხადა ბერბელ ბასმა მედიასთან.

მსგავსი თემები