ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს შეხვდა – პესკოვი

კრემლის პრესპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრა კრემლში ივნისის ბოლოს,  პრიგოჟინის ხანმოკლე ამბოხის შემდეგ გაიმართა.

პესკოვის თქმით, პუტინმა 29 ივნისს გამართა შეხვედრა 30-ზე მეტ სამხედრო მეთაურთან, რომელსაც პრიგოჟინიც ესწრებოდა.

„მართლაც, პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, [მათ შორის] ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კამპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად პრიგოჟინი. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს შედგა და თითქმის 3 საათი გაგრძელდა. მისი დეტალები უცნობია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე განხორციელებული კამპანია სპეცოპერაციის დროს, ასევე 24 ივნისის მოვლენებს“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები