ოლაფ შოლცის განცხადებით, შვედეთი ნატო-ს წევრობას იმსახურებს

გერმანიის კანცლერი  ოლაფ შოლცი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეტებს. როგორც კანცლერი განმარტავს, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დაკავშირებული არ არის ნატო-ში შვედეთის წევრობასთან.

„შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

აღნიშნული განცხადება კანცლერმა თურქეთის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც შვედეთს ნატო-ში წერობის სანაცვლოდ ახალი პირობა წააყენა და ეს არის თურქეთის ევროკავშირის წევრობა.

მსგავსი თემები