,,ისე ვიქცევით, ვერავის გაამტყუნებ, სადმე რატომ არ მიმიღეო”- იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას აჩვევს, ”თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან”.

„ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და არ მიმიღეო. საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასაც, ერთ სულ მოსახლეზე ასი ათას დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს და გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ – მთავრობის სიყვარულით, თუ ხალხის პატივისცემით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები