უკრაინაში ბაირაქტარის დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინაში ბაირაქტარის დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია მშენებლობაზე და არა დამტკიცების შემდეგ ეტაპზე.

მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება და აიწყობა Bayraktar TB2 თავდასხმის დრონი, Akıncı მძიმე დრონი და Kızılelma გამანადგურებელი დრონი. ზოგიერთი მათგანი უკრაინული ძრავებით იქნება აღჭურვილი.

მსგავსი თემები