უკრაინა აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ყოველგვარი შეფერხების გარეშე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გახდება. მისივე თქმით, ნატოში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია.

,,რას ველით ნატოს სამიტიდან? ვილნიუსში ალიანსის ლიდერებმა მკაფიოდ და მტკიცედ უნდა განმარტონ: უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. ნატოში უკრაინელები ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ყოველგვარი „მაგრამ“ და ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე. მანამდე: მეტი აღჭურვილობა, მეტი ჭურვი, მეტი იარაღი,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები