„დეპუტატები „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების გაწელვას ცდილობენ“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმდჯომარის განცადებით, „გირჩი“ დაინტერესებულია, თავდაცვის კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ისინი ხალისობენ და „გირჩთან“ ერთად ერთობიან.

„ვაპირებთ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტი მივიღოთ. ვხედავთ, რომ „გირჩი“ ამას ეწინააღმდეგება. ქართული ჯარის მიმართ მათი დამოკიდებულება ცნობილია. ცდილობენ, ჩვენი ჯარისკაცებისთვის რაც სასარგებლოა, ისეთი კანონმდებლობა არ იყოს მიღებული. როგორც ვატყობ, სხვა ოპიზიციურ ჯგუფებს რაიმე პრინციპული პოზიცია არ აქვთ, როგორც ჩანს, „გირჩთან“ ერთად ხალისობენ და პროცედურების გაწელვას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ არასერიოზულ დამოკიდებულებას ქართული ჯარის მიმართ“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით.

მსგავსი თემები