,,ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის ნატო-სთვის. მისივე თქმით, ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა.

,,არ ვაპირებ ახლა, რაღაც არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზად არის ნატო-სთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. მგონია, რომ  დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ გამონახავენ ძალას, რომ საქართველო მიიღოს. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს – იცით, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო შეეცდება, ყოველთვის თავის ინტერესები დაიცვას,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები