კახეთში, მამაკაცის მიერ მეუღლის მოკვლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა –
დაკავებულია 1 პირი. ხანდაზმულ მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა მუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ
ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1942 წელს დაბადებული ა.ღ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩალაუბანში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს –
1953 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს სანადირო თოფით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს“ – აცხადებენ უწყებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით
ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

80 წლის მამაკაცმა მეუღლე მოკლა

მსგავსი თემები