„პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი“ – ბუნდესტაგის პრეზიდენტი 

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც  ბერბელ ბასმა აღნიშნა, „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლა არ იყო კარგი ამბავი.

„გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპელად მიიჩნევს თავს, მაგრამ „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ გააგრძელოს და განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ბერბელ ბასმა პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები