„აზოვის“ მებრძოლების უკრაინისთვის გადაცემის გამო, კრემლს თურქეთთან ურთიერთობა დაეძაბა

კრემლში აცხადებენ, რომ „აზოვის ბოევიკების“ უკრაინაში დაბრუნების საკითხი თურქეთს რუსეთთან არ შეუთანხმებია. შესაბამისად, როგორც კრემლში განმარტავენ, მათ დაიწყეს თურქეთთან გარკვევა, თუ რატომ დაარღვიეს შეთანხება და რატომ გადასცეს „ბოევიკები“ უკრაინულ მხარეს.

კრემლის პრეს-სპიკერის  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თურქეთისგან განმარტებებს ელოდება და ამაზეა დამოკიდებული თურქეთთან სამომავლო შეთანხმებები.

შგახსენებთ, რომ „აზოვის“ მებრძოლები თურქეთიდან უკრაინაში პირადად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაიყვანა.

მსგავსი თემები