,,ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს შორისპირდაპირი ფრენების აღდგენა , უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. მისივე თქმით, კარგად ესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

,,კარგად მესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველების სანქცირება აქ არაფერ შუაშია. რუსეთში ისედაც დაახლოებით 13 000 ქართველია და უმეტესობას ორმაგი რუსულ-ქართული მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუ ვინმეს რუსეთის დატოვება უნდოდა, უკვე დატოვეს გასულ წელს. სინამდვილეში მილიონამდე რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში და შესაბამისად ეს ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არსებობს ქართველებს შორის შეშფოთება და ისიც გასაგებია, რომ მათ უნდათ გაიგონ, რა დაუჯდება ეს ყველაფერი საქართველოს. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ჯერ კიდევ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ხალხს აპატიმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა შეწყვიტონ,”- აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები