,,MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს”- სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ​ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო  კულებას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, MAP-ის გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

,,წევრობის სამოქმედო გეგმის​ (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.

მსგავსი თემები