ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა, ერთი პირი გამართლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ცხრა პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.

გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გობეჯიშვილის მიმართ.

”გრინსერვის +-ის” დირექტროს ლაშა ფურცხვანიძეს ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, გიორგი გობეჯიშვილს ოთხი, მშენ-ექსპერტის” დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილსა და “მშენ-ექსპერტის” ექსპერტ დავით თუშიშვილს – 3 წლითა და 6 თვით,  ხოლო ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს სამ-სამი წლის ვადით.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის  ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე  გასული წლის 18 ოქტომბერს, 9 პირი დააკავა.

მსგავსი თემები