„ჩვენ გვაქვს პრეტენზია,  გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი“ – შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ქმედება საქართველოს ელჩთან დაკავშირებით, აუხსნელია. როგორც  შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ არსებობს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წელიწადნახევრიანი კამპანია, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, იყო აბსოლუტურ ტყუილზე აწყობილი. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ამგვარი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული ეს კამპანია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.  მიხეილ სააკაშვილს ვინც მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს, ეს განცხადებაც ამას ემსახურება. უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არათუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ ჩვენ გვაქვს პრეტენზია,  გადმოგვცეს გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი. ხალხი, რომელთაც უკრაინელი ხალხის მეგობარი ხალხის წამების სისტემა შექმნეს და ამ სისტემის შემქმნელები დღეს უკრაინის ხელისუფლებას შეფარებული ჰყავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყანა დაატოვებინეს და საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის თემაზე კონსულტაციებისთვის გაგზავნა.

 

მსგავსი თემები