,,მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას”- ნაუსედა

„უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი”- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას.

„უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი არმიაა, რადგან მათ გამოცდილება მიიღეს რეალურ პირობებში და ბრძოლა სახელმძღვანელოებიდან არ უსწავლიათ. ეს არის ერი, არმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ არა მხოლოდ აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ მათი ბრძოლით, არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ავამაღლოთ მათი საბრძოლო სულისკვეთება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. ამ თვალსაზრისით, რეფორმების შეფასება, ამ გზაზე პროგრესის მუდმივი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზულად ვუყურებთ უკრაინის გაწევრიანების პროცესს და გვჯერა, რომ ეს პროცესი დროში არ უნდა იყოს გაწელილი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მსგავსი თემები