უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. დატბორილია გზების სავალი ნაწილი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან იწმინდება სანიაღვრე არხები და ღელეები.

ადგილზე მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

მსგავსი თემები