„ამ ამბავთან საერთო არაფერ გვაქვს“ – ბაიდენი რუსეთში აჯანყებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც ამტკიცბს, რომ რუსეთში აჯანყების შესახებ ამერიკამ წინასწარ იცოდა, განცხადებას ჯო ბაიდენი აკეთებს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ ამბავთან საერთო არაფერი აქვს.

„ამ პროცესში ჩართულნი არ ვიყავით. ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ჰქონდა.

 

მსგავსი თემები