რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 644 ჭურვი ისროლა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

„გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 95 შეტევა, გაისროლა 644 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და ავიაციიდან,”- განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მსგავსი თემები